|
2022-06-14 10:11:53, 1556 ნახვა
მსოფლიო
POLITICO - ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის მინიჭების საკითხზე ნაკლებად დარწმუნებულია
მოლდოვამ და საქართველომ გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირები აცხდებენ, რომ ევროკომისიაში ძირითადად მხარს უჭერენ მოლდოვას,მაგრამ ისინი ნაკლებად არიან დარწმუნებულნი საქართველოს მიმართ, რომელიც განიცდის პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას, - ამის შესახებ გამოცემა POLITICO იტყობინება მედიის ცნობით, ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინისათვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. დებატები კომისართა კოლეჯში მოჰყვა შაბათს კომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის მოულოდნელ ვიზიტს კიევში, სადაც მან პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად განიხილა უკრაინის წევრობის წინადადება. ეს იყო ფონ დერ ლეიენის მეორე ვიზიტი უკრაინის დედაქალაქში მას შემდეგ, რაც თებერვლის ბოლოს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრა. „კომისიას არ ავიწყდება, რომ უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, სადაც ადამიანები დაიღუპნენ, სადაც ხალხს ესროლეს იმის გამო, რომ ისინი ქუჩებში ევროკავშირის დროშებით იმყოფებოდნენ“, - თქვა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა. „ახლა, ჩვენ არ შეგვიძლია ვუთხრათ მათ, „ბოდიში ბიჭებო, თქვენ არასწორ დროშებს აფრიალეთ მოლდოვამ და საქართველომ ასევე განაცხადეს კანდიდატის სტატუსის მისაღებად და ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ევროკომისიაში ძირითადად მხარს უჭერენ მოლდოვას,მაგრამ ისინი ნაკლებად არიან დარწმუნებულნი საქართველოს მიმართ, რომელიც განიცდის პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას“,- წერს გამოცემა. უკრაინის კანდიდატ ქვეყნად აღიარება საბოლოო ჯამში მოითხოვს ევროსაბჭოში 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურის ერთსულოვან თანხმობას, რომლებიც, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ბრიუსელში სამიტზე განიხილავენ საკითხს. ოფიციალურმა პირებმა და დიპლომატებმა განაცხადეს, რომ სულ მცირე სამი ქვეყანა ამ გადწყვეტილებას ეწინააღმდეგებოდა უკრაინის კანდიდატის მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების ნებისმიერი შეფერხება ღრმა დემორალიზება იქნება უკრაინისთვის, რადგან შემოჭრილი რუსული ძალები აგრძელებენ ქვეყნის სამხრეთ და აღმოსავლეთის ტერიტორიების ოკუპაციას და ითხოვენ მთელი აღმოსავლეთ დონბასის რეგიონის დაპყრობას.
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)