|
2022-06-13 17:03:38, 1156 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობის პროცესს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ქალაქ ბათუმის მერთან, არჩილ ჩიქოვანთან ერთად ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობის პროცესს გაეცნო. "დღეს კიდევ ერთხელ გავეცანით მაკდონალდსის მიმდებარედ ახალი სკვერის მშენებლობის პროცესს და როგორც მოსახლეობას დავპირდით, ძალიან მალე აქ მაცხოვრებელ 1000-მდე ოჯახს გაუჩნდება ახალი საზოგადოებრივი რეკრეაციული სივრცე. აღნიშნულ მისამართზე სამშენებლო კომპანია ,,იალჩინს" მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობაზე, იმის გამო, რომ კომპანიას დარღვეული ჰქონდა აჭარის მთავრობასთან გაფორმებული სახელშეკრულებო ვალდებულებები, უარი ეთქვა და მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით ახალი სკვერის მშენებლობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, გარეგანათების სისტემა, ბორდიურები და დეკორატიული ღობე, დაიგება გრანიტის საფარი და მწვანე კორდი, აშენდება შადრევანი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები, დაიდგმება დეკორატიული სკამები და სანაგვე ურნები. სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დასრულდება, რისთვისაც 1 888 887 ლარი დაიხარჯება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)