00:04 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 13:11:41, 1119 ნახვა

მსოფლიო
სტოლტენბერგი - ჩვენი მიზანია უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს გამარჯვების უზრუნველყოფა ევროპაში

ნატო-ს მთავარი პასუხისმგებლობა ჩვენი ხალხის დაცვაა. სწორედ ამიტომ ვაძლიერებთ თავდაცვას, განსაკუთრებით ალიანსის აღმოსავლეთით, ხმელეთზე, ზღვაზე და ჰაერში. ეს არის შეკავება, არა პროვოცირების მიზნით, არამედ კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად,- ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

სტოლტენბერგის თქმით, ის რამაც ეს დრამატული ცვლილება გამოიწვია იყო პრეზიდენტ პუტინის ომი უკრაინის წინააღმდეგ, რომელმაც დაარღვია მშვიდობა ევროპაში.

„ეს არის ნიმუშის ნაწილი: გროზნოს განადგურება, თავდასხმა საქართველოს წინააღმდეგ,  ყირიმის უკანონო ანექსია, ალეპოს დაბომბვა, ახლა კი, ეს სასტიკი ომი მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ. ნატო არ არის ომის ნაწილი. ომის საპასუხოდ ნატო-ს ორი ფუნდამენტური ამოცანა აქვს. ერთი არის ჩვენი ახლო პარტნიორი უკრაინის მხარდაჭერა. გაეროს წესდებაში გათვალისწინებული თავდაცვის უფლების დაცვა. ჩვენ ამას ვაკეთებდით ფაქტობრივად მრავალი წლის განმავლობაში და შეჭრის შემდეგ, ამასთან ჩვენ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ისევე როგორც ფინეთმა, მათ შორის სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებით. ჩვენი მიზანია უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს გამარჯვების უზრუნველყოფა ევროპაში”,- განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics