19:16 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-13 12:46:39, 1057 ნახვა

ეკონომიკა
„თიბისის“ მხარდაჭერით „ინნ ჯგუფის" კიდევ ერთი სასტუმრო გაიხსნა

ქუთაისში "ინნ ჯგუფის" უმაღლესი კლასის სასტუმრო - "ქუთაისი ინნ" გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას სამთავრობო სექტორის, ტურიზმის, ბიზნესისა და კულტურის სფეროების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

სასტუმრო დაფინანსებულია „აწარმოე საქართველოს" პროექტის ფარგლებში. პროექტის დასასრულებლად 15 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 5 მლნ ლარს შეადგენს.

 

„ქუთაისი ინნ" 100 სხვადასხვა კატეგორიის ნომერს, რესტორანს, ბარს, საკონფერენციო და სპორტულ დარბაზებს აერთიანებს. სასტუმროში 85 ადამიანი დასაქმდება.

 

„ინნ ჯგუფის ერთ-ერთი მთავარი მიზანია საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის განვითარებაში მიიღოს მონაწილეობა. მაღალი დონის სერვისითა და პროდუქტით ვცდილობთ, რომ საქართველოს სხვადასხვა რეგიონი და ქალაქი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გავხადოთ. ვიმედოვნებთ, რომ ეს სასტუმრო ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი გახდება", - ერეკლე კოკაია, „ინნ ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი.

 

„ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ ქუთაისში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო გაჩნდა, რომელშიც ადგილობრივები დასაქმდებიან. თიბისისთვის რეგიონული განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ჩვენ 45%-იანი წილით ტურიზმის სექტორის დაფინანსებაში ლიდერები ვართ.  ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, თიბისის მხარდაჭერით 44 სასტუმრო გაიხსნა, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში," - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

ჰოლდინგი „ინნ ჯგუფი"  2015 წელს დაარსდა და დღეისათვის ის 8 კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა  4 მოქმედი სასტუმრო: „გუდაური ინნ", „ივერია ინნ", „ბაკურიანი ინნ", „როიალ ინნ" და 2 მშენებარე სასტუმრო: „ახალციხე ინნ" და „გორი ინნ".

მოქმედი და მშენებარე სასტუმროების დასრულების შემდეგ, ჯგუფის მართვაში ჯამში  4 და 5 ვარსკვლავიანი კატეგორიის 800 ნომერზე მეტი იქნება.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics