04:45 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-12 14:25:04, 1003 ნახვა

პოლიტიკა
ხოშტარია - სანქცირებულები უნდა იყვნენ ის ე.წ. ბიზნესმენები, რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების საყრდენები

 ღარიბაშვილი ღიად გვეუბნება, რომ  კანდიდატობა არაფერს ნიშნავს და პრაქტიკულად ხელს უკრავს ჩვენი ქვეყნის ყველაზე მნიშვნელოვან რამეს - ევროპულ პერსპექტივას,- აცხადებს „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია.

ხოშტარიას განცხადებით, სანქცირებულები უნდა იყვნენ ის ე.წ. ბიზნესმენები, რეალურად-ოლიგარქები, რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების საყრდენები. 

 „11 ივნისს, ირაკლი ღარიბაშვილისგან, რეალურად კი ბიძინა ივანიშვილისგან, ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ღია მოღალატეობრივი განცხადება - ჩვენი ქვეყნის ინტერესების ღალატი. ეს არ არის გადამეტებული სიტყვები, ჩვენ ვნახეთ, რომ ნელ-ნელა პროცესი რომელიც  მიდიოდა ევროკავშირის პერსპექტივის წინააღმდეგ, მივიდა იმ წერტილამდე, როდესაც
ეს მოულოდნელი არ არის და ჩვენ არც წუწუნს ვაპირებთ, ჩვენ ვაპირებთ მოქმედებას. ჯერი დღეს რეალურად ჩვენზეა, ყველა იმ პროდასავლურ მოქალაქეზე, ოპოზიციონერზე, აქტივისტზე, სამოქალაქო სექტორზე რომლისთვისაც ეს არის გადამწყვეტი მომენტი. ამიტომ მე მინდა, გაგაცნოთ რა არის გეგმა და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. დღეს არის კრიტიკული მომენტი, როდესაც უნდა ვიფიქროთ არა იმაზე როგორი ცუდია ოლიგარქი, ღარიბაშვილი, ხუნდაძე თუ სხვები, ეს ყველაფერი ჩვენ ვიცით და მათ ისტორია თუ ცივილიზებული სამყარო აუცილებლად მოსთხოვს პასუხს. ჩვენ, პირველ რიგში, უნდა ვიფიქროთ რას ვაკეთებთ ჩვენ და ეს ამოცანა და გეგმა არის ძალიან მკაფო.“





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics