2022-06-12 12:51:53, 1358 ნახვა
ომი უკრაინაში
ლუგანსკის გუბერნატორი - სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება
აღმოსავლეთ უკრაინაში, ქალაქ სევეროდონეცკში ინტენსიური ბრძოლა გრძელდება,- აცხადებს ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი სერგეი გაიდაი.
მისი თქმით სევეროდონეცკში, ქიმიურ ქარხანაში გუშინ განხორციელებულმა რუსულმა საჰაერო იერიშმა ფართომასშტაბიანი ხანძარი გამოიწვია.
" გუშინ ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც აზოტის ქარხანაში დაზიანებული რადიატორებიდან ათობით ტონა ნავთობმა გამოჟონა.ქარხანას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს,"- აცხადებს გაიდაი.
შეგახსენებთ, გუშინ გაიდაიმ დაადასტურა, რომ სევეროდონეცკის უმეტესი ნაწილი ახლა რუსი სამხედროების კონტროლის ქვეშაა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,