03:15 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-12 11:55:59, 1472 ნახვა

ომი უკრაინაში
კულება - უკრაინისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროპას აშინებს

ევროპაში ახლა ისმის არგუმენტები გარდაუვალი პრობლემების შესახებ, რომლებიც წარმოიქმნება თუ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს- განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ.

მინისტრის თქმით, რამდენიმე წლის წინ  ევროპა ყოყმანობდა უკრაინისათვის უვიზო მიმოსვლის საკითხზეც, თუმცა ამას მათთვის არანაირი საფრთხე არ შეუქმნია.

"მათ განგვიმარტეს, რომ შეუძლებელია უვიზო მიმოსვლა უკრაინელებს მისცენ და არ მისცენ რუსებს ამავდროულად, მოგვცეს - არაფერი მოხდა. თავისუფალი ვაჭრობის ზონას ევროპელი მწარმოებლებისთვის საფრთხე უნდა შეექმნა, ასე არ მოხდა. უვიზო რეჟიმს სავარაუდოდ უკრაინიდან ლტოლვილთა და კრიმინალთა ნაკადი უნდა მოჰყოლოდა, ასეთი არაფერი მომხდარა".- ამბობს კულება.

მან აღნიშნა, რომ იგივე არგუმენტები ახლა ევროპაში ისმის იმ გარდაუვალ პრობლემებზე, რომლებიც წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, თუ უკრაინა მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს.

"სულ რაღაც ერთი თვის წინ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ამ დისკუსიის პუნქტს მივაღწევდით ისტორიული გადაწყვეტილების ზღურბლზე. ყველას, ვინც დიდი ხანია უკრაინის ევროინტეგრაციაშია ჩართული, ესმის, რომ ეს კვანტური ნახტომია", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. განაცხადა.

 კულებამ აღნიშნა, რომ ახლა მთელი მსოფლიო ერთ რეალობაშია.

"ახალმა რეალობამ დააჩქარა ყველაფერი და ახლა ჩვენ ავაშენებთ კედელს. ახლა არცერთი ჩვენგანი არ იყურება ქვემოთ. ყველა მაღლა იყურება... ევროკავშირის უმრავლესობას ესმის, რომ უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მხოლოდ სარგებელს მოუტანს. მთელ ევროპას. ეს არის მოგება ყველასთვის. ჩვენ უნდა გადავლახოთ შ სტერეოტიპები და შიშები", - განაცხადა კულებამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისიამ უარყო მერცის წინადადება ირანის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების შესახებ
მერცი ვარაუდობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება შესაძლოა ტერიტორიულ დათმობებზე იყოს დამოკიდებული
პუტინმა მოუწოდა დეპუტატებს, „არ მიეჯაჭვონ აკრძალვებს“ მას შემდეგ, რაც მისი რეიტინგი ყველაზე მეტად შემცირდა
გია ვოლსკი: ევროკავშირის ელჩი კარგი ადამიანია, რომელიც ინსტრუქციების შესაბამისად მოქმედებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics