|
2022-06-12 10:46:17, 2578 ნახვა
სამხედრო
სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მე-11 გამოშვება დასრულდა
თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის სამეთაურო-საშტაბო კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის მეთერთმეტე გამოშვებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ჯონი ტატუნაშვილი და თავდაცვის ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, თავდაცვის ძალების მეთაურმა და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ყურადღება სამეთაურო-საშტაბო კურსისა და განათლებული ოფიცერთა კორპუსის მნიშვნელობაზე გაამახვილეს. მათი თქმით, სამხედრო განათლების ხელშეწყობა თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, პროფესიონალი და მოტივირებული ოფიცრები კი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. თავდაცვის ძალების მეთაურმა ამერიკელ ინსტრუქტორებს სამეთაურო-საშტაბო კოლეჯის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიება კურსდამთავრებულებისთვის დიპლომებისა და სამკერდე ნიშნების გადაცემით გაგრძელდა. რეიტინგის მიხედვით პირველ ადგილზე გასული კურსდამთავრებული, ვიცე-პოლკოვნიკი ლაშა ოდილავაძე თავდაცვის ძალების მეთაურმა საშტატო იარაღით - „-GLOCK”-ი ტიპის პისტოლეტით დააჯილდოვა. წელს სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 77 მსმენელმა წარმატებით დაასრულა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამის ფარგლებში, ისინი სამხედრო ოპერაციების პრინციპებს, ლიდერობასა და მენეჯმენტთან დაკავშირებულ საკითხებს, სამხედრო ისტორიას, თავდაცვის მენეჯმენტისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს გაეცნენ. სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი საქართველოს თავდაცვის ძალებში პროფესიული განათლების უმაღლეს საფეხურს წარმოადგენს. დაარსების დღიდან სამეთაურო-საშტაბო კოლეჯი ეროვნული თავდაცვის აკადემიის დაქვემდებარებაში იყო, ხოლო 2021 წლის დეკემბრიდან წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის დაქვემდებარებაში გადავიდა, რომლის ძირითადი მიზანია სამხედრო პროფესიული განათლების ერთ სისტემაში მოქცევა. სამეთაურო-საშტაბო პროგრამა 2009 წელს ამერიკელ მრჩეველთა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)