20:24 - 12 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-11 12:23:12, 933 ნახვა

საზოგადოება
კახეთის რეგიონში, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად, მარცვლეული კულტურების მოსავლის აღების მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო.

„ვფიქრობთ, მიმდინარე წელი გამორჩეული იქნება, როგორც მოსავლის აღების ორგანიზების თვალსაზრისით, რისთვისაც შექმნილია შტაბი,  ასევე გამორჩეული იქნება კარგი მოსავლიანობით. გასულ წელს, საქართველოს ტერიტორიაზე, ავიღეთ დაახლოებით 140 ათასი ტონა ხორბალი; ვფიქრობთ, წლევანდელი მაჩვენებლები 160-170 ათასი ტონის ფარგლებში იქნება. იმედია, სეზონი გვექნება ნალექების გარეშე და გვექნება  შესაძლებლობა შემჭიდროვებულ ვადებში სრულად ავიღოთ მიღებული მოსავალი“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა.

დედოფლისწყაროს მერის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის განცხადებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მარცვლეული კულტურების მოსავლის ორგანიზებულად ასაღებად, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები.

სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანიის 80-მდე კომბაინთან ერთად, მოსავლის აღების პროცესში კერძო სექტორში არსებული ტექნიკაც ჩაერთვება. მოსავლის აღების ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, საკოორდინაციო შტაბი ამოქმედდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
სიკორსკი: რუსეთს პოლონეთზე თავდასხმის რესურსები არ აქვს, მაგრამ ისინი რაღაცას ამზადებენ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეტევითი ოპერაციებისთვის სახმელეთო რობოტების გამოყენება დაიწყეს
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics