06:04 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-10 17:52:56, 1250 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი - არც სააკაშვილი, არც გვარამია და არც ივანიშვილი არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი მომავალი არ დავიცვათ

მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელიდან გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში აღნიშნა. 

მისი თქმით, არც მიხეილ სააკაშვილს, არც ნიკა გვარამიას, არც ბიძინა ივანიშვილს არ აქვს იმის ფასი, რომ ვინმეს გადავყვეთ ამ პროცესში და ჩვენი მომავალი არ დავიცვათ.

"მე ვთვლი, რომ ვარ ვალდებული კონსტიტუციის წინაშე, რამე თუ კონსტიტუცის 78-ე მუხლი მავალდებულებს, რომ ყველაფერი გავაკეთო, რაც შესაძლებელია, იმისთვის, რომ წინ წავწიოთ ეს პროცესი. მე არ მჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი. მე არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესში წინსვლაში - არც სააკაშვილს, არც გვარამიას, არც ბიძინა ივანიშვილს, არავინ არ არის იმის ფასი, რომ ჩვენი ბავშვების მომავალი არ დავიცვათ. ამისთვის ვბრუნდები საქართველოში და იქ დავიცავ ამ ყველაფერს",- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics