|
2022-06-10 13:35:19, 1368 ნახვა
რეგიონი
კანიონინგი კაპნისთავში - აჭარას ახალი ტურისტული პროდუქტი შეემატა
ექსტრემალური და სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში კიდევ ერთი კანიონი უმასპინძლებს. კაპნისთავის კანიონი, სადაც კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მონტაჟი მიმდინარეობდა, ტურისტების მისაღებად მზადაა. ახალი კანიონი აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მენეჯმენტმა კანიონერ გიდებთან და მედიის წარმომადგენლებთან ერთად დალაშქრა. კაპნისთავის კანიონი ბათუმთან ახლოს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპნისთავში მდებარეობს. 600 მეტრი სიგრძის კანიონზე ექსტრემისა და ადრენალინის მოყვარულებს 8 კასკადოვან ჩანჩქერზე თოკებით დაშვება შეუძლიათ, რომელთაგან ყველაზე მაღალი 35 მეტრია. სოფელი კაპნისთავი ულამაზეს ხეობაში ჩაფლული ჩანჩქერების სიუხვით, საცალფეხო ბილიკებით, ხელოვნურად შექმნილი აუზებით, საკემპინგე ადგილებით, სოფლის ცენტრში არსებული ღია მუზეუმით და უძველესი წისქვილებით გამორჩეული ტურისტული ადგილია. უჩხოს კანიონის შემდეგ ეს რიგით მეორე კანიონია, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ რეგიონში კანიონინგის მოყვარულებისთვის მოაწყო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)