|
2022-06-10 12:22:20, 1943 ნახვა
კომენტარი
ზაზა შათირიშვილი - ამერიკელები ხვდებიან, რომ საქართველოში ომის დაწყებისთვის სააკაშვილის გათავისუფლება საუკეთესო ნიადაგს შექმნიდა
სააკაშვილი რომ კრიმინალია და მისთვის მისჯილი 6 წელიც არაფერია, ამერიკელებმა ჩვენზე უკეთ იციან. თუმცა, ხვდებიან, რომ საქართველოში ომის დაწყებისთვის სააკაშვილის განთავისუფლება საუკეთესო ნიადაგს შექმნიდა, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ამერიკელებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იმდენად უნდათ, რომ ამისათვის უკვე ყველაფერს კადრულობენ. “როგორც საზოგადოებას მოეხსენება, გუშინ ევროპარლამენტში მიიღეს რეზოლუცია, რომლითაც სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა და გვარამიას განთავისუფლება მოითხოვეს, თბილისში პრაიდის არჩატარება დაგმეს, სასამართლოსთან დაკავშირებით შემაშფოთებელი აღქმები კიდევ ერთხელ გაგვიზიარეს და რაც მთავარია, ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება მოითხოვეს. დღესავით ნათელია, რა დგას ამ ყველაფრის უკან. როგორც ქართულმა საზოგადოებამ, ისე ევროპელებმა ძალიან კარგად იციან, რომ სიმართლე სულ სხვაგანაა. თუმცა, სამწუხაროდ, არც ქართველებს და არც ევროპელებს არავინ არაფერს ეკითხება. დიდი ძალისხმევის, შანტაჟისა და ზეწოლის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერთო ომში და ამისათვის უნდა დაისაჯოს. ამერიკელებს უნდათ ჩვენი დასჯა და ყველამ კარგად იცის, რომ ევროპის რესურსი, მათ წინააღმდეგობა გაუწიოს, სრულიად ნულოვანია. სააკაშვილი რომ კრიმინალია და მისთვის ის მისჯილი 6 წელიც არაფერია, ამერიკელებმა ჩვენზე უკეთ იციან. თუმცა, ხვდებიან, რომ საქართველოში ომის დაწყებისთვის სააკაშვილის განთავისუფლება საუკეთესო ნიადაგს შექმნიდა. ომის პარტიას ომის ტელევიზიაც ჭირდება და რადგან ომის პროპაგანდას გვარამიაზე უკეთ ვერავინ გაართმევს თავს, მის გაშვებასაც ამიტომ ითხოვენ. პრაიდის ჩატარებაც როგორც შარშან, ისე წელს და გაისად იმიტომ უნდათ, რომ ამით საზოგადოება გახლიჩონ და მღელვარების ახალი ტალღა შექმნან. ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობაზე საუბარი სასაცილოც აღარაა იმ ფონზე, რომ ეს კაცი პოლიტიკაში არავითარი ფორმით აღარ ჩანს. არავის არცერთი ფაქტი არა აქვს პოლიტიკაში მის მონაწილეობაზე, თორემ მის გამომზეურებას ამერიკელებს ვერავინ დაასწრებდა. შესაბამისად, ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართულობა და მისი რუსული კავშირები სრული ფიქცია რომაა, ესეც ყველამ ძალიან კარგად იცის. თუმცა, ივანიშვილს იქით „კრედიტ სუისის“ გადარიცხვებით აშანტაჟებენ და აქეთ სანქციების მუქარით. ადრეც ვამბობდი, რომ ევროკავშირის კანდიდატობა, რომელიც, პრაქტიკული თვალსაზრისით, არცერთი ქვეყნისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავს, მხოლოდ ჩვენთვის მოიფიქრეს. სადაც თურქეთს და ჩრდილოეთ მაკედონიას უკვე 23 და 17 წელზე მეტს ალოდინებენ, იქ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა შეიძლება 30-50 წელიც ალოდინონ, მანამდე კი ევროკავშირისგან რა დარჩება, კაცმა არ იცის. მოკლედ რომ შევაჯამო, ამერიკელებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა იმდენად უნდათ, რომ ამისათვის უკვე ყველაფერს კადრულობენ. თუმცა, კიდევ ერთხელ გამოვთქვამ რწმენას, რომ ეს მცდელობები ვერავითარ შედეგს ვერ გამოიღებს და ხელისუფლება საქართველოს დამღუპველ ომში არასოდეს ჩართავს. მეგობრისთვის თავიც შეიძლება გაწირო, თუმცა, მეგობარი, რომელიც შენგან თავის გაწირვას მოითხოვს, მეგობარი არცაა. აქედან გამომდინარე, ამერიკელებს საქართველოსთვის მორალურად შემოსადავებელი არაფერი აქვთ.”- ამბობს ზაზა შათირიშვილი.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)