07:18 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 21:19:04, 1287 ნახვა

პოლიტიკა
ქართული ოცნების მხარდამჭერების პეტიცია - მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი

მიენიჭოს ბიძინა ივანიშვილს ღირსების ორდენი. - განაცხადეს ქართული ოცნების მხარდაჭერებმა მათ მიერ შექმნილ მანიფესტში.

მათივე თქმით, სალომე ზურაბიშვილმა უნდა დააჯილდოვოს ივანიშვილი.

"საქართველოს  მოსახლეობის უმრავლესობის სახელით, მე ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს! ქალბატონო პრეზიდენტო, ჩვენი საუკუნის დიდ ქველმოქმედს, ერისკაცს, ქველმოქმედებაში დახარჯული 3 მილიარდისთვის, კულტურული ძეგლების გადარჩენისთვის, ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის, რეჟიმის შეცვლისთვის, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ქართველი ხალხის სახელით მიენიჭოს ღირსების ორდენი, ჩვენ გვინდა ჩვენი მადლიერება გამოვხატოთ ამ დიდი ადამიანის წინაშე! ჩვენს სურვილს გიდასტურებთ ხელმოწრებით". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ რომ დღეს რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics