2022-06-09 19:29:28, 1131 ნახვა
პოლიტიკა
ქედაში, ახლადაშენებულ სოციალურ სახლში ბინა 20 ოჯახს გადაეცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ქედის მუნიციპალიტეტში აგარის სოციალურ სახლში 20 ოჯახს ბინები გადასცა. - განაცხადა ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ.
მათივე თქმით, ქედის მუნიციპალიტეტში, მორიგი სოციალური პროექტი დასრულდა, რითაც უმნიშვნელოვანესი პრობლემა გადაიჭრა - სოფელ ქვედა აგარაში სტიქიური რისკის ზონაში მცხოვრები ოჯახები საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდნენ. აშენდა ევროსტანდარტების შესაბამისი, 5 სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელიც ადაპრიტებულია.
ოჯახებს საცხოვრებელი ფართის გადაცემა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა მიულოცეს.
აჭარაში არაერთი სოციალური პროექტი ხორციელდება. შენდება ე.წ. „ოცნების ქალაქი"; ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში აშენდა სოციალური სახლები; დაიწყო ბათუმი ავარიული სახლების გარეშე სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელება.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),