2022-06-09 19:23:09, 1227 ნახვა
პოლიტიკა
კალიურანდი - დღევანდელი დისკუსია განიხილეთ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი
მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს - რა თქმა უნდა, მმართველი პარტიიდან, მაგრამ ასევე ოპოზიციიდან - დღევანდელი დისკუსია განიხილონ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი. - განაცხადა ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა.
მისივე თქმით, პარტიებმა საკუთარი ინტერესი გვერდით უნდა გაწიონ.
"მოვუწოდებ ქართველ პოლიტიკოსებს - რა თქმა უნდა, მმართველი პარტიიდან, მაგრამ ასევე ოპოზიციიდან - დღევანდელი დისკუსია განიხილონ, როგორც გამოღვიძების ბოლო ზარი. მათ უნდა გადადონ თავიანთი პარტიული ინტერესები, შეწყვიტონ ერთმანეთის დადანაშაულება და ერთად დაიწყონ მუშაობა ძალიან საჭირო დემოკრატიულ რეფორმებზე". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ რომ დღეს რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,