07:19 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 19:05:49, 1028 ნახვა

პოლიტიკა
ადვოკატი - მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს იმ პერიპეტიების გამო, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპაში, საქართველოსთან დაკავშირებით

სააკაშვილთან შეხვედრა, ბუნებრივია, შეეხებოდა სასამართლოს მიმდინარეობას და მას გავაცანი სიახლეები, მათ შორის დღევანდელ პროცესთან დაკავშირებითაც. - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძმემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან წუხს იმ პერიპეტიების გამო, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპაში, საქართველოსთან დაკავშირებით.

"სააკაშვილთან შეხვედრა, ბუნებრივია, შეეხებოდა სასამართლოს მიმდინარეობას და მას გავაცანი სიახლეები, მათ შორის დღევანდელ პროცესთან დაკავშირებითაც. ამასთან, ის ძალიან წუხს იმ პერიპეტიების გამო, რომელიც ახლა მიმდინარეობს ევროპაში, საქართველოსთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ ამ ძალიან დიდი ზიანის გამოსწორებას, რომელიც მიადგა საქართველოს, სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა და სჭირდება ჩვენი ევროპელი მეგობრების არა ლანძღვა და კრიტიკა, არამედ იმ ნაკლების და პრობლემების აღმოფხვრა, რომელზეც ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიგვითითებენ... ევროპა თვალდახუჭული ბუნებრივია არ იქნება და ვერ იქნება საქართველოს მიმართ. ეს არ არის ევროპული ღირებულება. ამიტომ ცხადია, იყო სრულიად მოსალოდნელი ის, რაც მოხდა. ახლა მთავარია საქართველომ როგორც სახელმწიფომ რაც შეიძლება ნაკლები ფასი გადაიხადოს იმ ძალიან მძიმე დარღვევებისთვის, რომელიც საქართველოს მთავრობამ ჩაიდინა". - განაცხადა თუთბერიძემ.

შეგახსენებთ რომ დღეს რეზოლუციაში, საქართველოში მედიისა და ჟურნალისტების უსაფრთხო გარემოს შესახებ, ცვლილება შევიდა, რომელიც ბიძინა ივანიშვილს და მისთვის ინდივიდუალური სანქციების დაწესებას ეხება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics