07:18 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 14:33:56, 952 ნახვა

პოლიტიკა
ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა

ზაალ უდუმაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდა. გადაწყვეტილება პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე მიიღეს.

ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგ არც ერთი დეპუტატი წასულა.

ზაალ უდუმაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ 29 მაისს განაცხადა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ის მედიაში ბრუნდება. მოგვიანებით, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შემდეგ მეათე მოწვევის პარლამენტსაც ტოვებს.

„ნაციონალური მოძრაობა“ ზაალ უდუმაშვილს პარლამენტში ვერ ჩაანაცვლებს, რადგან პარტიას საარჩევნო სია ჩახსნილი აქვს. პარტიას პარლამენტში 29 დეპუტატი ეყოლება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics