|
2022-06-09 11:40:52, 1647 ნახვა
რეგიონი
შუახევის მერის ინიციატივით, მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა
შუახევის მერის, ომარ ტაკიძის ინიციატივით, მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭო შეიქმნა. კონკურსის წესით შერჩეული 22 წევრი, მერის უფლებამოსილების ვადამდე განახორციელებს ადგილობრივ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარებასა და დაგეგმვას. საბჭოს წევრებს, დღეს შუახევის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილეებთან ერთად შეხვდა. სათათბირო ორგანოს მუშაობის სტრუქტურა, მიზნები გააცნო და წარმატებული თანამშრომლობა უსურვა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე აირჩიეს. დღეიდან, მერის ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოს დიანა ქამადაძე უხელმძღვანელებს. ახალგაზრდული საბჭოს შექმნის მიზანია, მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული ახალგაზრდების ინტერესები და საჭიროებები მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)