19:05 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-09 11:03:41, 966 ნახვა

ეკონომიკა
„ლიბერთის“ შეთავაზებების ახალი სერია გრძელდება - NCR ბანკომატით თანხის შეტანა ბიზნეს ბარათის გარეშე

ლიბერთიმ - ,,გაზარდე შენი ბიზნესი" კამპანიის ფარგლებში, ახალი სერვისი დანერგა. დღეიდან, იურიდიული პირის ანგარიშზე თანხის შეტანა, NCR  (cash-in) ბანკომატების მეშვეობით,  ბიზნეს ბარათის გარეშეა შესაძლებელი.  

,,ახალი ლიბერთის  სტრატეგიის ფარგლებში, აქტიურად ვთანამშრომლობთ ათასობით მცირე თუ საშუალო ბიზნესთან. სამომავლო გეგმები, ბიზნეს მიმართულების კუთხით გააქტიურებას და ცნობადობის ამაღლებას ითვალისწინებს. სტრატეგიის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება მომხმარებელზე მორგებული პროდუქტების შექმნა და კომფორტული სერვისების დანერგვაა. ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს, დისტანციურ არხებში,   ისეთი სერვისების გაციფრულების პროცესზე, რომელიც  ყოველდღიურ ბანკინგს კიდევ უფრო გაამარტივებს და ნებისმიერ დროს გახდის ხელმისაწვდომს.  ასევე ვაგრძელებთ, მომხმარებლისთვის სრულიად ახალი გამოცდილების შეთავაზებებს და ვიმედოვნებთ, რომ ყველა სიახლე, კიდევ უფრო გაამარტივებს,  როგორც ფიზიკური პირებისთვის, ასევე ბიზნესისთვის ახალ  სერვისებსა და საბანკო პროდუქტებს" – დავით მესხიძე, დისტანციური არხების ბიზნესის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.

ლიბერთის Cash-In ბანკომატში თანხის შეტანა კომფორტულია და ერთდროულად დიდი რაოდენობის კუპიურების მოთავსებაა შესაძლებელი. თანხა მომენტალურად აისახება ანგარიშზე და შეტანის შემდეგ ლიბერთის განახლებული ინტერნეტ და მობაილ ბანკიდან ფინანსების მართვა სურვილისამებრაა შესაძლებელი. უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი NCR მოდელის Cash-In | Cash-Out ბანკომატები ლიბერთიმ საქართველოში 2020 წელს, ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში დანერგა. მათი გამოყენებით, მომხმარებელს საშუალება ეძლევა ისარგებლოს როგორც სტანდარტული ბანკომატის ფუნქციონალით, ასევე ნებისმიერ დროს შეიტანოს თანხა სამივე ვალუტაში (ლარი, დოლარი, ევრო) 30 000 ლარიანი ლიმიტით ბანკში ვიზიტის გარეშე. ასევე, 24/7 ნებისმიერ დროს განახორციელოს ვალუტის კონვერტაცია  სპეც.კურსით. ბანკომატიდან თანხის განაღდება კი შესაძლებელია როგორც ბარათით, ისე Apple Pay-ის გამოყენებით.

ამჟამად, მომხმარებლისთვის ლიბერთის 35 Cash-in | Cash-Out ბანკომატია ხელმისაწვდომი. იხილეთ Cash-In ბანკომატების რუკა.

(https://www.libertybank.ge/ka/chven-shesakheb/kompaniis-shesakheb/bankomatebi)

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროპამ კოლექტიური თავდაცვის გეგმის მომზადება, შეერთებული შტატების მონაწილეობის გარეშე დაიწყო
„საზოგადოება იწყებს დაღლას.“ პუტინის რეიტინგი საპენსიო რეფორმის შემდეგ მკვეთრად დაეცა.
საააპელაციო სასამართლომ საბა ჯიქიას გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა
DRI: კრიტიკული მედიისთვის სახელმწიფო საგადასახადო ინსტრუმენტს შერჩევითად იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics