2022-06-08 18:27:02, 1589 ნახვა
ომი უკრაინაში
ნორვეგიის თავდაცვა - უკრაინას 22 თვითმავალ ჰაუბიცს გადავცემთ
ნორვეგიამ უკრაინას 22 თვითმავალი ჰაუბიცა გადასცა. - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, ახლა უკრაინას სჭირდება მეტი მძიმე არტილერია და იარაღი.
"უკრაინის ომის განვითარება ახლა იმაზე მეტყველებს, რომ აუცილებელია უფრო მძიმე არტილერიისა და იარაღის სისტემების მიწოდება". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,