|
2022-06-08 16:04:33, 1389 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
შუახევის მუნიციპალიტეტის სოფლებში, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები 40-ზე მეტ ლოკაციაზეა დაგეგმილი, რამდენიმე ლოკაციაზე უკვე დასრულდა. მიმდინარე სამუშაოები, შუახევის მერმა ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კეკელიძესთან და თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სოფელ ფურტიოში დაათვალიერა. ფერსამაგრი კედლების მოწყობა გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერსაშიშ ზონებში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით ხორციელდება, რაც ხელს შეუწყობს საცხოვრებელი სახლებისა და გზების დამეწყვრის რისკის შემცირებას. 2022 წელს, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებებზე 552 000 ლარია გათვალისწინებული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)