|
2022-06-08 14:44:21, 1502 ნახვა
რეგიონი
კასპში თეა ქუტაშვილის პერსონაულური გამოფენა გაიხსნა
კასპის #1 საჯარო სკოლაში მხატვარ თეა ქუტაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნა. მშობლიურ სკოლაში მოწყობილ გამოფენაზე, პანდემიის ორი წლის განმავლობაში შექმნილი 60 ნამუშევარი გამოიფინა. პორტრეტები, ნატურმორტი, პეიზაჟი და სხვა დამთვალიერებლის ემოციას იწვევდა. თეა საბავშვო ბაღის ასაკიდან ხატავს, პროფესიაც შესაბამისად აირჩია მხატვარ-დიზაინერის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი. დღეს ის ქალაქის #3 საბავშვო ბაღის მენეჯერია და მშობლიურ სკოლაში ხატვას ასწავლის. პირველი პერსონალური გამოფენა 2010 წელს გაიმართა კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. შემდეგ რეგიონის, რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარებულ სხვადასხვა ფესტივალსა და ღონისძიებებში მონაწილეობს. თეა არა მარტო ხატავს, არის ტანსაცმლის დიზაინერიც - მუშაობს თექაზე და როგორც პროფესიონალს ტრადიციული რეწვის ასოციაციის სპეციალური სერტიფიკატი აქვს მინიჭებულ. ის შიდა ქართლის მხატვართა კავშირის წევრია, მისი ნამუშევრები კი სახელოვნებო წიგნში „ქართლის პალიტრა"-შია შესული.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)