01:01 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-08 10:29:22, 1083 ნახვა

მსოფლიო
ანგელა მერკელი - 2008 წელს საქართველოსა და უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება ზიანის მომტანი იქნებოდა

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ არ ნანობს ვლადიმერ პუტინთან დიპლომატიურ ურთიერთობას მისი ხელისუფლებაში ყოფნის დროს და ამტკიცებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას  "ომის გამოცხადებად" აღიქვამდა.

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ოლიგარქების მიერ მართული და დემოკრატიულად განუვითარებელი უკრაინა მაშინ ნაკლებად მომზადებული იქნებოდა ომისათვის, ვიდრე ახლა.

„ძალიან ცუდად ვიგრძნობდი თავს, რომ მეთქვა: „ამ კაცთან [პუტინთან] ლაპარაკს აზრი არ აქვს დიდი ტრაგედიაა, რომ არ გამოვიდა, მაგრამ მე არ ვადანაშაულებ ჩემს თავს მცდელობაში”, - დასძინა მერკელმა.

კითხვაზე, ნანობს თუ არა იგი უკრაინისა და საქართველოსათბის სამოქმედო გეგმის გადაცემის დაბლოკვას 2008 წელს, მერკელმა თქვა: „უკრაინა არ იყო ის ქვეყანა, რომელსაც ახლა ვიცნობთ. ეს იყო უკრაინა, რომელიც ძალიან გაყოფილი იყო… რეფორმისტული ძალებიც კი [იულია] ტიმოშენკო და [ვიქტორ] იუშჩენკო  ერთმანეთს ებრძოდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არ იყო ქვეყანა, რომლის დემოკრატიაც შინაგანად იყო განმტკიცებული“. მისი თქმით, იმ დროს უკრაინას "ოლიგარქები მართავდნენ".

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics