02:50 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 22:35:37, 1603 ნახვა

ომი უკრაინაში
ოლენა ზელენსკა - ქვეყანა არ არის მზად, დათმოს თავისი ტერიტორიები მშვიდობის სანაცვლოდ

უკრაინის პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ არის მზად, დათმოს თავისი ტერიტორიები „მშვიდობის“ სანაცვლოდ, როგორც ამას ზოგიერთი რუსი და მსოფლიო პოლიტიკოსი ვარაუდობს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მეუღლემ ამერიკულ ტელეარხ ABC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც მან კიევში მისცა.

საუბარი 40 წუთის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის სიგნალის გამო შეწყდა.

"ჩვენ არ ვართ მზად ჩვენი ტერიტორიების დათმობისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია დავკარგოთ ჩვენი ტერიტორიები და მომავალში მშვიდად ვიყოთ. აგრესორი არ გაჩერდება ჩვენი ტერიტორიის ნაწილზე, არ გაჩერდება, სანამ არ გაგვანადგურებს. ამიტომ არჩევანი არ გვაქვს - უნდა ვიბრძოლოთ. ჩვენი დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა ზელენსკამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics