09:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 16:06:02, 974 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - 5 ივლისი იყო ბოროტება, რაც „ალტ-ინფოსგან“ გვახსოვს, „ნაცმოძრაობაში“ ასეთს კვირაში ერთხელ სჩადიან

 5 ივლისი იყო ერთ-ერთი ბოროტება, ეს იყო ერთი ბოროტება, რაც გვახსოვს ალტ-ინფოსგან და დაისაჯა 100-ზე მეტი ადამიანი და 9 წლის განმავლობაში ასეთ სჩადიოდნენ თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ „ნაცმოძრაობის“  წარმომადგენლები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ  საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განაცხადა. 

 

მისივე თქმით, „ალტ-ინფო“  და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი მედლის ორი მხარეა, რადგან „იგივე საქმეს ემსახურებიან, ოღონდ სხვადასხვა ეგიდით“

"ჩემთვის პირადად, ალტ-ინფო და მისი ეს განწყობები და ნაცმოძრაობის ქცევები და განწყობები არის ერთი მედლის ორი მხარე. ჩემი აზრით, ამით ყველაფერია ნათქვამი, ერთი მედლის ორი მხარე. ერთი და იგივე საქმეს ემსახურებიან, ოღონდ სხვადასხვა პიარული ეგიდით, ეს არის სულ, ერთ საქმეს ეხმაურებიან, საბოლოო ჯამში. ისინი ვითომ პროდასავლური ეგიდით აკეთებენ, ამის დეკლარირებით, მაგრამ  რეალურად აკეთებენ რუსულ საქმეს, მეორე მხრივ ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს, ოღონდ პირდაპირ ამაზე დეკლარირებით.

რომელი უფრო საშიში ძალაა არ ვიცი, ნაცმოძრაობამ დაგვიმტკიცა რამდენად საშიში და ბოროტი ძალაა, ალტ ინტოს მთლად იმდენი ბოროტება... 5 ივლისი იყო ერთ-ერთი ბოროტება, ეს იყო ერთი ბოროტება, რაც გვახსოვს ალტ-ინფოსგან და დაისაჯა 100-ზე მეტი ადამიანი ზოგი ადმინისტრაციული და ზოგი სისხლის სამართლის წესით, და 9 წლის განმავლობაში ასეთ სჩადიოდნენ თვეში ერთხელ ან კვირაში ერთხელ მინიმუმ ნაცმოძრაობის წარმომადგენლები", - განაცხადა მდინარაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics