09:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-07 15:54:25, 763 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება საავიაციო ფორუმ Routes Asia 2022-ში მონაწილეობს

6-8 ივნისს ვიეტნამის ქალაქ დანანგში საავიაციო ფორუმი Routes Asia 2022 იმართება. ივნისში მონაწილეობას 800 დელეგატი აზიისა და წყნარი ოკეანის ქვეყნებიდან იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველო ფორუმში პირველად მონაწილეობს და ქვეყანას აეროპორტების გაერთიანება (UAG) წარმოადგენს.

ქართული დელეგაციის ხელმძღვანელის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის განცხადებით, ფორუმში მონაწილეობის მიზანია საქართველოს ავიაბაზრით აზიური ავიაკომპანიები დაინტერესდნენ.

,,საავიაციო ფორუმ Routes Asia-ზე ჩვენ პირველად ვართ წარმოდგენილები. ეს არის ჩვენი პირველი პირისპირ კონტაქტი აზიის ავიაბაზართან. ვმართავთ პრეზენტაციებს საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტთან დაკავშირებით. ახლა შესაძლებლობა გვაქვს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აზიური ბაზრის ათვისებას, როგორც შემომსვლელ ისე გამსვლელ ტურიზმს. ფორუმის ფარგლებში ვხვდებით 10-ამდე უმსხვილეს აზიურ ავიაკომპანიას და პარტნიორ აეროპორტებს, რომლებიც გვსურს დავაინტერესოთ საქართველოს ავიაბაზრით,“ - განაცხადა თამარ არჩუაძემ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მსგავსი ფორუმები საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა. ავიაფორუმი საშუალებას იძლევა, აზიის საავიაციო ბაზარზე მოხდეს საქართველოს მნიშვნელოვანი გეოგრაფიული ადგილმდებარეობისა და ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა.

სამდღიან ფორუმზე მონაწილეები პირისპირ შეხვედრებს მართავენ ავიაციისა და ტურიზმის სფეროში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან. რათა შეჯერდეს აზიისა და წყნარი ოკეანის მასშტაბით სად, რა მიმართულებით და რა სიხშირით იფრინონ ავიაკომპანიებმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics