|
2022-06-06 17:09:37, 1419 ნახვა
რეგიონი
ცნობილი ტრენერების ჩართულობით აჭარაში მასტერკლასები მიმდინარეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურიზმის სექტორისთვის ცნობილი ტრენერების ჩართულობით მასტერკლასები დაიწყო. ადამიანური რესურსების მართვა, სტრატეგიული კომუნიკაციები, ემოციური ინტელექტის მართვა და ბრენდინგი სტუმარმასპინძლობის ბიზნესში - ეს ის თემებია, რომლებზეც ბათუმში მასტერკლასები მიმდინარეობს. უწყების ცბობით, დღევანდელი საჯარო ლექცია ადამიანური რესურსების მართვას ეთმობა. ცნობილი ტრენერი ანდრო დგებუაძე ადამიანური რესურსების მართვაში ჩართულ პირებს გუნდურობას, კორპორატიული კულტურასა და მოტივაციის ამაღლების თემებზე უტარებს მასტერკლასს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი მასტერკლასებს ტურიზმის სფეროში სერვისის ამაღლების მიზნით უწევს ორგანიზებას. მასში ანდრო დგებუაძესთან ერთად თორნიკე გურული, კახა მაღრაძე და ანდრო მეტრეველი ღებულობს მონაწილეობას. მასტერკლასების განრიგისა და პროგრამის შესახებ ინფორმაცია სერვისის განვითარების ვებ-გვერდზეა http://serviceajara.ge/ ატვირთული. მათზე დასწრება აჭარაში ტურიზმის სფეროში დასაქმებულ პირებს შეუძლიათ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)