09:48 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 16:58:33, 989 ნახვა

საზოგადოება
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის დაცული ტერიტორია შეიქმნება

დღეს გამართულ სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი  „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ” მოიწონა.  

კანონპროექტის თანახმად „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ”, გათვალისწინებულია  საქართველოს უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიებისა და აზერბაიჯანი-საქართველოს სახელმწიფო საზღვარს შორის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსება.

ეს იქნება პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია საქართველოში, რომელიც ქართველი მეცნიერის, ცნობილი გარემოსდამცველის და პოეტის ნუგზარ ზაზანაშვილის სახელს უკვდავყოფს. ნუგზარ ზაზანაშვილის უშუალო ჩართულობით, ქვეყანაში მრავალი დაცული ტერიტორია შეიქმნა; მისი ზედამხედველობით, სამუხის ველზე, 2013 წლიდან, აქტიურად მიმდინარეობს ქურციკის (ჯეირანის) აღდგენის პროექტი.

საქართველოში, 1990 წლებში, ქურციკი სრულად გადაშენდა. 2013 წლიდან, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გერმანიის მთავრობის ფინანსური დახმარებით, WWF-ის, დაცული ტერიტორიების სააგენტოს და სხვა მრავალი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინიციატივით, ამ სახეობის აღდგენის პროექტი დაიწყო.

დღეისათვის, სამუხის ველზე და მიმდებარედ უკვე, დაახლოებით, 200 ქურციკი ბინადრობს. წელს ლიკლიკების მერვე თაობა დაიბადა. ქურციკის აზერბაიჯანიდან რეინტროდუქცია (სახეობის კვლავ დაბრუნება/აღდგენა)  ითვლება ყველაზე წარმატებულ საკონსერვაციო და აღდგენის პროექტად საქართველოში. დაცული ტერიტორიის შექმნა ხელს შეუწყობს ამ რეგიონში ქურციკის პოპულაციის გრძელვადიან გადარჩენას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ეკოტურიზმის განვითარებას და ტრადიციული მეცხვარეობისა და საძოვრების მდგრად გამოყენებას.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ვერ მივიღებთ ჩვენი ისტორიის გადაწერისკენ მიმართულ კამპანიებს, ეს დევს მოწოდებებში, რომ 9 მაისი აღინიშნოს 8 მაისს, 9 მაისი „რუსულია“, რვა - „ევროპული“, ეს არჩევანი ყალბია
Amnesty International -მხოლოდ ეს ხუთი დაპატიმრება ნაკლებად ცვლის დაუსჯელობის უფრო ფართო სურათს საქართველოში
საფრანგეთში ჰანტავირუსით ინფიცირებულ პირებთან კონტაქტში მყოფი რვა ადამიანი კარანტინში მოათავსეს
ზელენსკის განკარგულებით, უკრაინის დარტყმის გეგმიდან მხოლოდ წითელ მოედანს გამორიცხავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics