23:27 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-06 13:05:44, 800 ნახვა

ეკონომიკა
განახლებადი ენერგია ქართული ბიზნესისთვის

„თიბისისა“ და განახლებადი ენერგიიის კომპანია ენოვუსის თანამშრომლობით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ჩატარდა კონფერენცია „განახლებადი ენერგია და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ქართული ბიზნესისთვის". კონფერენცია გაიმართა 2 ივნისს თიბისი კონცეპტის სივრცეში. კონფერენცია მიზნად ისახავდა საქართველოს ბიზნეს საზოგადოებაში განახლებადი ენერგიის, კერძოდ, მზის, წყლისა და ქარის ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მოხმარების გაზრდის მხარდაჭერას.
 

ფორუმში მონაწილება მიიღეს „თიბისის“, კომპანია „“ენოვუსის“,  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი), არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის და სხვადასხვა განახლებადი ენერგიის კომპანიის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ისაუბრეს განახლებადი ენერგიის ინოვაციური ტექნოლოგიების და გადაწყვეტების, ენერგეტიკის სექტორში მდგრადი განვითარების საუკეთესო პრაქტიკის მაგალითების, საქართველოში არსებული განახლებადი ენერგიის ინფრასტრუქტურის, წარმოებისა და მოხმარების წამახალისებელი მექანიზმების შესახებ.
 

„თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია, აამაღლოს ცნობიერება განახლებადი ენერგიის შესაძლებლობების შესახებ,  წვლილი შეიტანოს განახლებადი ენერგიის გამოყენების პრაქტიკის დანერგვაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესებს, ეფექტურად უპასუხონ ენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას, გრძელვადიან პერსპექტივაში დაზოგონ და გახდნენ ენერგოდაუმოუკიდებლები, ისე რომ გარემოს ნაკლები ზიანი მიადგეს.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება გაიმართა 5 ივნისის კვირაში. ამ დღეს აღინიშნება გარემოს დაცვის მსოფლიო დღე.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics