20:22 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-05 19:40:15, 1229 ნახვა

ეკონომიკა
Hilton და Hyatt-ის შემდეგ რუსეთს საბოლოოდ სასტუმროების ქსელი Marriott ტოვებს

სასტუმროების საერთაშორისო ქსელმა Marriott-მა გამოაცხადა რუსეთის ბაზრიდან გასვლის შესახებ. ინფორმაციას კომპანიის ვებგვერდი ავრცელებს.

საქმიანობის შეწყვეტის მიზეზად სანქციებს უწოდებენ, რომლებიც ევროკავშირმა, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის გამო დააწესეს. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ოპერირების გაგრძელება შეუძლებელი გახდა.

კომპანიის ცნობით, ომის დაწყებიდან მან 1 მილიონი დოლარი გაგზავნა კონფლიქტის ზონაში მყოფი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მხარდასაჭერად, ასევე 2,7 მილიონი დოლარი 85-ზე მეტი სასტუმროს მიწოდებისთვის, რომლებიც უკრაინიდან ლტოლვილებს საცხოვრებლად უზრუნველჰყოფენ.

მარიოტის ქსელი რუსეთში 25 წელია ფუნქციონირებს. მარტის დასაწყისში კომპანიამ განაცხადა, რომ ხურავს თავის ოფისს მოსკოვში და აჩერებს ინვესტიციებს და ხსნის ახალ სასტუმროებს რუსეთში. იგივე გადაწყვეტილება მიიღეს სასტუმროს ქსელებმა Hilton და Hyatt.

იელის მენეჯმენტის სკოლის მონაცემებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან 1000-მდე უცხოურმა კომპანიამ გამოაცხადა, რომ დატოვებს რუსეთს ან შეზღუდავს საქმიანობას ქვეყანაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics