14:18 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-05 18:02:51, 1426 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეშვიდე პაკეტის მომზადება დაიწყო

ევროკავშირი უკვე მუშაობს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ, მეშვიდე პაკეტზე. ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ პოლონეთის პრესის სააგენტოსთან ინტერვიუში განაცხადა, საიდანაც ამონარიდებს Dziennik აქვეყნებს.

იაბლონსკის თქმით, სანქციები უნდა გამკაცრდეს „გაზის კუთხით, რომელიც რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია გაყიდოს, რუსული ბანკების SWIFT-ისგან, პირველ რიგში, გაზპრომბანკიდან გათიშვის თვალსაზრისით“.

ასევე, მისი თქმით, აუცილებელია მრეწველობისთვის ტექნოლოგიების მიწოდებისა და გამოყენების აკრძალვა და რუსული აქტივების არა მხოლოდ გაყინვა, არამედ მათი კონფისკაცია. „ამ ყველაფერზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ევროკავშირმა სანქციების მეექვსე პაკეტი 3 ივნისს მიიღო. ეს, კერძოდ, ითვალისწინებს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას, გარდა ევროკავშირში მილსადენებით. ევროკავშირის წევრი ქვეყნები რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ შეთანხმდნენ ნავთობის ემბარგოზე. მანამდე ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის, მათ შორის გერმანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ დროისთვის შეუძლებელია რუსული გაზის იმპორტის აკრძალვა, მაგრამ თანდათან მასზე დამოკიდებულება შემცირდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მიხეილ ყაველაშვილი ირანში ჩავიდა
პაკისტანში ავტობუსი ღრმა თხრილში ჩავარდა, დაღუპულია 40 ადამიანი
გიგა ავალიანის საქმეზე შს მინისტრის ყოფილი მოადგილის შვილს ბრალდება წარედგინა
Big Tech. Global Legends. One Future - თიბისის მხარდაჭერით თბილისში Change Inspire 2026 გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics