11:16 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 23:35:14, 1271 ნახვა

პოლიტიკა
თბილისში ჩამოსული აფხაზი ბლოგერის წინააღმდეგ სოხუმში საქმე ღალატის მუხლით აღძრეს

თბილისში ჩამოსული აფხაზი ბლოგერის წინააღმდეგ ოკუპირებულ აფხაზეთში ღალატის მუხლით აღძრეს. ეხო კავკაზას ინფორმაციით, დაურ ბუავას წინააღმდეგ საქმე 19 მაისს აღიძრა.

დაურ ბუავა თბილისში ტყვარჩელიდან 2021 წელს ჩამოვიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ის TikTok-ზე ავრცელებდა ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზების მეგობრულ ურთიერთობებზე.

3 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახური წერს, რომ დაურ ბუავას მიერ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები „აზიანებს აფხაზეთის სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და თავდაცვისუნარიანობას და მიმართულია მტრული სახელმწიფოს დახმარებისკენ აფხაზეთის წინააღმდეგ“.

აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში მიიჩნევენ, რომ ტიკტოკზე გამოქვეყნებული ვიდეოები, სადაც ბუავა საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის ავტონომიის სტატუსით არსებობაზე საუბრობს, „ემსახურება საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდისტულ მიზნებს“

დე ფაქტო რეჟიმის მტკიცებით, ბუავა TikTok-ით ავრცელებდა ვიდეოებს, რომელიც მიმართული იყო "სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სახელმწიფო უსაფრთხოების" წინააღმდეგ. ბლოგერი ფორმულასთან ამბობს, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძრას მოელოდა.

"მე მინდა, ჩვენმა ხალხმა საერთო ენა იპოვონ და ურთიერთობა განაახლონ. რატომ აღძრეს საქმე ჩემზე? გაირკვა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებობს მთავრობა, რომელსაც არ სჭირდება ჩვენი ხალხის ურთიერთობა და ქართველებისგან მტრის ხატს ქმნის. ჩემი აქ ყოფნა და ურთიერთობა ხაზს უსვამს იმას, რომ ქართველები ჩვენი მტრები არ არიან. ამის გამო არ ვარ მისაღები [აფხაზეთის ე.წ. მთავრობისთვის]. TikTok-ზე ვაფიქსირებდი, რომ ვხედავ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას საქართველოს ფარგლებში. კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ, რომ აფხაზეთი იყოს რუსეთი", - ამბობს ბუავა ფორმულასთან.

დაურ ბუავა ტიკტოკზე 2021 წლის შემოდგომიდან აქვეყნებს ვიდეოებს ქართველებისა და აფხაზეთის მეგობრობაზე, ერთად თანაცხოვრების პერსპექტივაზე და ა.შ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შსს: პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics