01:01 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-04 11:42:51, 2530 ნახვა

მსოფლიო
გაერო - რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა

რუსეთის შეჭრის შემდეგ, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, საკუთარი სახლი დაეტოვებინა, ამის შესახებ ინფორმაციას გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი ამინ ავადი ავრცელებს.

კომისრის თქმით, ამ ომმა მიუღებელი ზიანი მიაყენა ადამიანებს და სამოქალაქო ცხოვრების პრაქტიკულად ყველა ასპექტი მოიცვა. ომს გამარჯვებული არ ჰყავს და არ ეყოლება. ვინაიდან, 100 დღის განმავლობაში მსოფლიო გახდა იმის მომწმე, რომ  დაიკარგა: სიცოცხლე, სახლები, სამუშაო და პერსპექტივები.

„სულ რაღაც სამ თვეში, თითქმის 14 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი სახლები, მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ. 100 დღის შემდეგ ომი არ წყდება განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთში. ზამთრის დადგომასთან ერთად, მილიონობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიძლება საფრთხეში აღმოჩნდეს“,- წერია გაეროს მოხსენებაში.

გაეროს ინფორმაციით, ბოლო 100 დღის განმავლობაში მათ ჰუმანიტარული დახმარება მთელი ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 8 მილიონ ადამიანს გაუწიეს, მათ შორის ალყაში მოქცეულ ქალაქებში აღმოსავლეთ უკრაინაში.

ამავდროულად, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ცდილობს შეამსუბუქოს ომის დამანგრეველი ზემოქმედების გლობალური შედეგები სურსათის უსაფრთხოებაზე, მარცვლეულისა და სასაქონლო ვაჭრობის განბლოკვის მიზნით.

„ჩვენი დაუღალავი ძალისხმევა ომის დამანგრეველ ზემოქმედებაზე პასუხის გასაცემად გაგრძელდება, მტკიცედ და უცვლელად.მაგრამ უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვჭირდება მშვიდობა. ომი ახლა უნდა დასრულდეს“,- აღნიშნულია მოხსენებაში.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics