20:23 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 17:04:02, 1124 ნახვა

ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: „ინვესტიციების მოზიდვისა და ექსპორტის ზრდის თვალსაზრისით საქართველოს საელჩოების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია"

„ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საელჩოების როლის გაზრდა როგორც ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით, ასევე საექსპორტო ბაზრების უფრო ეფექტური ათვისებისა და ექსპორტის წახალისებისთვის" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა ეკონომიკური დიპლომატიის ღონისძიებაზე განაცხადა, რომელიც ცერემონიების სასახლეში გაიმართა და მასში საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროკავშირის, EBRD-ისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

პროგრამა, რომელიც  ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ინიციატივით, ევროკავშირის მხარდაჭერით, EBRD-ისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით განხორციელდა, საქართველოს საზღვარგარეთ მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობდა ეკონომიკური დიპლომატიის საკითხებში.  სასწავლო კურსს ბრიტანული ორგანიზაცია  ICPS ექსპერტები უძღვებოდნენ.

„გადამზადდა საქართველოს საელჩოებში დასაქმებული 80- მდე თანამშრომელი, რომლებიც ეკონომიკური მიმართულებით მუშაობენ, ასევე გადამზადდა რამდენიმე ტრენერი, რაც უზრუნველყოფს ამ პროგრამის უწყვეტობას და მდგრადობას.  ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ უფრო წაახალისებს და მაღალ დონეზე აწევს ეკონომიკისა და საგარეო საქმეთა სამინისტროების თანამშრომლობას და კიდევ უფრო ეფექტურს გახდის ამ ორი მიმართულებით საქართველოს მთავრობის მუშაობას" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ევროკავშირსა და EBRD-ს პროგრამის მხარდაჭერისთვის.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა პანელური დისკუსიები და პრეზენტაციები, რის შემდეგაც გადამზადების პროგრამის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოლიციამ ლაზარე გრიგორიადისი დააკავა
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ახალგორელ თამაზ გოლოევს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ბოჭორიშვილი - გვექნება შესაძლებლობა, ჰერჩინსკი ვიხილოთ საგარეო საქმეთა სამინისტროში
პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ შენახვისთვის და გავრცელებისთვის POG-მა 2 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics