13:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 15:33:03, 963 ნახვა

საზოგადოება
პროფესიულ სასწავლებლებში თემაზე „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“ ტრენინგები გაიმართა

 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, ტრენინგები თემაზე „კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა“ გაიმართა. აღნიშნული ტრენინგების მიზანი პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ ავტორიზებულ სახელმწიფო დაწესებულებებში კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მოდულის სასწავლო პროცესში დანერგვის ხელშეწყობაა.

უწყების ცნობით, სასაწავლო კურსის ფარგლებში, გადამზადდნენ აგრარული მიმართულების ლექტორები, რომლებმაც დეტალური   ინფორმაცია მიიღეს კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის როლისა და მნიშვნელობის შესახებ, განიხილეს რეგიონების მიხედვით პრიორიტეტული მიმართულებები.

„კლიმატის ცვლილება დიდ გავლენას ახდენს გარემოზე და წარმოქმნის ახალ გამოწვევებს სოფლის მეურნეობაში. კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიზანია სოფლის მეურნეობის გარდაქმნა ისეთ სისტემაზე, რომელიც შეარბილებს კლიმატის გავლენას და მოახდენს მასთან ადაპტაციას, უზრუნველყოფს სასურსათო უსაფრთხოებასა და შეამცირებს სათბურის აირების ემისიას.

სოფლის მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დამკვიდრება მნიშვნელოვანია საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და მექანიზაციაზე ფერმერთა დანახარჯების შესამცირებლად.

ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) დაფინანსებული პროექტის - „საქართველოში სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული პროფესიული განათლების და ტრენინგის სისტემის  მოდერნიზება (VET ფაზა 2)“ - ფარგლებში გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics