03:04 - 25 Jul, 2026
|
2022-06-03 13:16:25, 1752 ნახვა
რეგიონი
ახალციხეში, ბესიკ ამირანაშვილი წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო
სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტში, სოფლების - წყრუთისა და წირის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში გზის 1200 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგო. ინფრასტრუქტურული სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ადგილობრივი მაცხოვრებლები უკვე სარგებლობენ კეთილმოწყობილი გზით. დასრულებული სამუშაოები ადგილზე მოინახულეს , სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ დავით ლომიძემ , სამხარეო და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)