03:04 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-03 12:53:17, 1410 ნახვა

რეგიონი
ბაქოდან ბათუმში პირველი რეისი ჩამოფრინდა

დღეს, ბაქოდან ბათუმის მიმართულებით პირველი რეისი შესრულდა, რომელსაც ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 100-მდე მგზავრი ჩამოყვა. ავიაკომპანია "აზერბაიჯან ეარლაინსის" პირველ მგზავრებს აეროპორტში ფოლკლორ შოუთი დახვდნენ.  აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, პანდემიის შემდეგ ბაქო-ბათუმს შორის ეს პირველი რეისია. ფრენები ზაფხულის განმავლობაში ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი სამჯერ შესრულდება, რაც რეგიონში აზერბაიჯანელი ტურისტების შემოსვლას შეუწყობს ხელს.

|აზერბაიჯანელ ტურისტებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  თინათინ ზოიძე და აზერბაიჯანის კონსული პარვიზ ისმაილზადა დახვდნენ.

მიმდინარე წელს, ბათუმის აეროპორტში ფრენების რაოდენობის მზარდი დინამიკაა. არსებული მონაცემებით, ბათუმის მიმართულებით ფრენები 5-მა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო : Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. მათ შორის   ავიაკომპანიებმა Airbaltic და Uzbekistan Airways ფრენები წელს პირველად რიგადან და ტაშკენტიდან შეასრულა. ივნისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით 300-მდე ფრენა 12 ქვეყნიდან დაგეგმილი“,- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

 

 

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საზოგადოებრივ მაუწყებელთან ონისე ოქრიაშვილის მხარდასაჭერად აქცია გამართა
საქართველომ უკრაინის მოქალაქეებს ფინანსური და სამედიცინო დახმარება გაუხანგრძლივა
ელენე ხოშტარიამ მხარი დაუჭირა ვიქტორ ყიფიანის ინიციატივას ოპოზიციის კონსოლიდაციის შესახებ
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics