13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 21:41:04, 1271 ნახვა

პოლიტიკა
ჯიშკარიანი - მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზებზე და შედეგი ნულია

მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზებზე და შედეგი არის ნული. - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა მიხეილ სააკაშვილის მონაუხლების შემდეგ.

მისივე თქმით, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

"პროგნოზი არაკეთილსაიმედოა და რეკომენდაციები, იცით, რომ არ გაითვალისწინეს. უნდა უმკურნალო დიაგნოზს. სამწუხაროდ, ეს დიაგნოზები არსებობს უკვე იმის გამო, რომ თავის დროზე პენიტენციურმა სამსახურმა სწორად არ დასვა დიაგნოზები და არ უმკურნალა ადამიანს. მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზზე და შესაბამისად, შედეგიც არის ნული. არსებობს საზღვარგარეთ მულტიპროფილური ცენტრები და ვფიქრობ იქ უნდა იყოს გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი რაც შეიძლება სწრაფად". - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ექიმებისა და ოჯახის წევრების თქმით მძიმეა, რის გამოც მის ადეკვატურ მკურნალობას ითხოვენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics