13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 21:04:25, 1201 ნახვა

პოლიტიკა
ჭვანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების, ასიე სირაბიძისა და რამაზ ქათამაძის 60 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

ჭვანის საჯარო სკოლაში ღვაწლმოსილი პედაგოგების, ასიე სირაბიძისა და რამაზ ქათამაძის 60 წლის საიუბილეო საღამო გაიმართა.

ღვაწლმოსილ პედაგოგებს, იუბილე შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მიულოცა, გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა, წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობა უსურვა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ასიე სირაბიძემ, ბათუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დასრულების შემდეგ, პედაგოგიური მოღვაწეობა დაწყებითი კლასის მასწავლებლად, ჭვანის საჯარო სკოლაში დაიწყო. მან, 33 წლის განმავლობაში მრავალი ღირსეული თაობა აღზარდა. 

რამაზ ქარცივაძემ პედაგოგიური მოღვაწეობა ჟანივრის არასრულ საჯარო სკოლაში დაიწყო ბიოლოგია-გეოგრაფიის მასწავლებლად. ამჟამად, ჭვანის საჯარო სკოლის სერთიფიცირებულ, გეოგრაფიის მასწავლებელია.

ომარ ტაკიძესთან ერთად, პედაგოგებს იუბილე საკრებულოს თავმჯდომარე, როსტომ ლორთქიფანიძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფესიული კავშირის შუახევის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლევან ნატარიძემ, თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მიულოცეს.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics