2022-06-01 18:23:27, 1445 ნახვა
ომი უკრაინაში
რეზნიკოვი - უკრაინა ომის კრიტიკულ ფაზას გადის, გვაკლია მძიმე იარაღი
უკრაინა ამჟამად ომის კრიტიკულ ფაზაშია. - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
მისივე თქმით, უკრაინას აღმოსავლეთში ძალიან სისხლიანი ბრძოლები აქვს.
"ახლა უკრაინა ომის კრიტიკულ ფაზას გადის. აღმოსავლეთში ძალიან სისხლიანი ბრძოლები გვაქვს. მტრის მოსაგერიებლად მძიმე იარაღი გვაკლია. ამიტომ ერთი წუთითაც არ ვჩერდებით". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,