13:57 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 16:09:31, 1086 ნახვა

საზოგადოება
ზურაბ აზარაშვილმა ბავშვთა სოფელში მცხოვრებ მოზარდებს, ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ბავშვთა სოფელს ესტუმრა. ზურაბ აზარაშვილმა ბავშვებს  ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა, წარმატებები უსურვა და საჩუქრები გადასცა. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ბავშვთა უფლებების დაცვა, მათზე ზრუნვა და  სრულფასოვან მოქალაქეებად აღზრდისთვის  სათანადო პირობების უზრუნველყოფა უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მისივე განმარტებით, დღეიდან ძალაში შევიდა მთავრობის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 50 ლარით ,150 ლარამდე გაიზარდა. პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე თქმით,  ზურაბ აზარაშვილმა  ბავშვთა სოფელში სტუმრობისას, სოფლის ტერიტორია, მცირე საოჯახო ტიპის სახლები და სახელოსნოები დაათვალიერა. მინისტრი მოზარდების საცხოვრებელ პირობებსა და იმ პროგრამებს გაეცნო, რომლებიც ბავშვთა სოფელში ხორციელდება. 

ასოციაცია „საქართველოს ბავშვთა სოფელი“, ქვეყანაში, ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში, 1989 წლიდან საქმიანობს. ამ საოჯახო ტიპის დასახლებაში სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, 6-დან 18 წლამდე მოზარდები ცხოვრობენ.

 

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვში გამარჯვების დღის აღლუმი ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მოკლე აღლუმი იყო
კობახიძემ ევროკავშირის ელჩს ტრაგიკული პიროვნება უწოდა, ჰერჩინსკიმ ლანძღვას უპასუხა
ჰერჩინსკი - გრძელდება ანტი-ევროპული რიტორიკა, რომელიც კიდევ უფრო მეტად აზიანებს წლობით ნაშენებ მეგობრობას
კობახიძე ოპოზიციაზე - 10 კაცშიც ვერ ახერხებენ, ეს ადამიანები ერთიანობის შენარჩუნებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics