20:12 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-06-01 10:52:12, 1345 ნახვა

ომი უკრაინაში
არესტოვიჩი - გერმანია ერთ მილიარდ ევროს გვაძლევს, რუსეთი კი დღეში ორს შოულობს

გერმანია უკრაინას 1 მილიარდ ევროს აძლევს, რუსეთი კი დღეში 2 მილიარდს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა ოლექსი არესტოვიჩმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კუთხით, დროა „ყველაფერი მოიჭრას“.

"პრეზიდენტმა დღეს და ოფისის ხელმძღვანელმა, როგორც მისმა პოლიტიკურმა მრჩეველმა, შეაფასეს. უკრაინისთვის მეხუთე და მეექვსე პაკეტებს შორის 50 დღე მიუღებელია. ეს ბევრია. შოლცი ამაყად ამბობს: "ჩვენ გამოვყავით 1 მილიარდი ევრო უკრაინსთვის." ერთ დღეში რუსეთის ფედერაცია ნავთობიდან და გაზიდან 2 მილიარდს შოულობს, 50 დღე კი, უხეშად რომ ვთქვათ, 100 მილიარდია", - განაცხადა არესტოვიჩმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებიდან რუსეთმა 200 მილიარდ ევროზე მეტი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ დიდხნიანი მსჯელობის შემდეგ, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ სანქციების მეექვსე პაკეტში რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგო დააწესონ. ამის შესახებ გადაწყვეტილება სამიტზე მიიღეს.

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეთანხმება მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს, რაც მხოლოდ ზღვით შემოტანილ რუსულ ნავთობს გულისხმობს და იძლევა დროებით გათავისუფლებას მილსადენებით მიწოდებული იმპორტისთვის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლებმა საქართველოს პროკურატურას მიმართეს
„თეგეტა“ ბიზნესისთვის - კომპანიამ სადისტრიბუციო სექტორს ფლიტ მენეჯმენტის ახალი სტანდარტი წარუდგინა
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics