13:40 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-31 19:19:58, 1142 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - დამოუკიდებლობის აღიარების პირველივე დღიდან გვაქვს გერმანიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების ორგანიზებით გამართულ ფორუმში და გერმანული ბიზნესის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა. ფორუმში ასევე მონაწილეობდა გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში. - ამის შესახებ ინფორმაციასს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს..

მათივე თქმით, ვიცე-პრემიერმა გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წევრებს გააცნო საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური ტენდენციები, განხორციელებული და დაგეგმილი რეფორმები, აგრეთვე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები.

ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა საქართველო - გერმანიის განსაკუთრებულ ურთიერთობებს როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ დონეზე. მისი თქმით, გერმანიას უდიდესი წვლილი მიუძღვის საქართველოს მხარდაჭერისთვის.

„გერმანია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარა და ასევე პირველი სახელმწიფოა, რომლის  საელჩოც თბილისში გაიხსნა. დამოუკიდებლობის აღიარების პირველივე დღიდან ჩვენ გვაქვს გერმანიის მნიშვნელოვანი მხარდაჭერა, მათ შორის დონორული, პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების განხორციელების კუთხით, რომლებიც ძალიან ეფექტიანად მიმდინარეობს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ მაღალია.

„საქართველოს ეკონომიკას გააჩნია შოკების მიმართ საკმაოდ მაღალი მედეგობა. აქედან გამომდინარე, ბიზნესგარემო, კლიმატი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის არის საკმაოდ ხელსაყრელი. დარწმუნებული ვარ, რომ გერმანული ბიზნესი საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს. დღეისთვის გერმანიიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სახით დაახლოებით 500 მლნ ევროა ინვესტირებული," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფორუმზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოში მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებზე, რომლებიც ქმნიან ინვესტირების ახალ შესაძლებლობას ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში. ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ისეთ დარგებზე, როგორიცაა სხვადასხვა სამრეწველო პროდუქციის წარმოება, გადამამუშავებელი და ტექნოლოგიური სექტორი, ენერგეტიკა და საავტომობილო და საავიაციო ნაწილების წარმოება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics