|
2022-05-31 16:20:39, 745 ნახვა
პოლიტიკა
ბათუმზე სტატიებს Conde Nast Traveler, Forbes, Euronews და სხვა პოპულარული გამოცემები აქვეყნებს
ბათუმი, როგორც ევროპის ფარული მარგალიტი, ცნობილი მედიაპლატფორმების ყურადღების ქვეშ მოექცა. Conde Nast Traveler Spain, Forbes USA, Forbes Brazil, Euronews და Yahoo France იმ 10-მდე გამოცემას შორისაა, რომლებიც პოპულარული სამოგზაურო პლატფორმის European Best Destination რეიტინგს ეხმაურებიან და ევროპის ტურისტულ მიმართულებებთან ერთად ბათუმზე სტატიებს აქვეყნებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის სამინისტრო ავრცელებს. მისივე თქმით, Forbes USA მილიონობით მკითხველს ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებზე, ისტორიასა და კულტურაზე ესაუბრება. „მდიდარი ისტორიით, მემკვიდრეობით, მსოფლიოში უნიკალური მუზეუმებით და ევროპის ყველაზე თამამი არქიტექტურით, ბათუმი ასევე საინტერესო მიმართულებაა გურმანებისა და ღვინის მოყვარულთათვის“ წერს გამოცემა. ბათუმის ძირითად ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, საზღვაო-სამთო ტურისტულ პროდუქტებს აცნობს მკითხველს პოპულარული გამოცემა Condé Nast Traveler. „როცა ჭამის და დალევის დრო დგება, ბათუმი გაგაოცებთ ისეთი კერძებით, როგორიცაა აჭარული ხაჭაპური, ბადრიჯანი, ხინკალი ან ჩიხირთმა. და რა თქმა უნდა, ვერ დატოვებთ ბათუმს კარგი ქართული ღვინის დაგემოვნების გარეშე.’ “აღმოაჩინე შავი ზღვის რეგიონი, სადაც სანაპიროები და თოვლიანი მწვერვალები ერთმანეთს ერწყმის“ ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას Euronews. სტატიაში ჟურნალისტი რეგიონის ისტორიაზე, კულტურაზე, ტრადიციებსა და ტურისტულ პროდუქტებზე საუბრობს. „გადაეშვი აჭარის მრავალფეროვან პეიზაჟებში და აღმოაჩენ, რომ საქართველოს ეს ისტორიული რეგიონი სავსეა უძველესი არქიტექტურული მარგალიტებით, თვალწარმტაცი ბუნებითა და მღელვარე თავგადასავლებით - რომ აღარაფერი ვთქვათ ღვინის კულტურაზე, რომლის შესახებ იუნესკოც კი მოწმობს.“ ბათუმის კლიმატსა და აჭარის ეროვნულ პარკებზე ამახვილებს ყურადღებას Forbes Brazil. „სუბტროპიკული და რბილი კლიმატიდან გამომდინარე, ბათუმის მონახულება მთელი წლის განმავლობაში, ნებისმიერ სეზონზეა შესაძლებელი. რეგიონის ეროვნული პარკები იუნესკოს სიაში შევიდა, როგორც მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლები.“ European Best Destination-ის რეიტინგში ბათუმის, როგორც ევროპის საუკეთესო ფარული მარგალიტის გამოვლენის შემდეგ, სამოგზაურო პლატფორმის გვერდზე გაიზარდა ინტერესი ბათუმის მიმართულებით. როგორც EBD-ს წარმომადგენლები აცხადებენ, დუბლინის, ათენის, ფუნჩალის, ნოტინგემის გვერდით მომხმარებლები აქტიურად ჯავშნიან ბათუმის მიმართულებას.
„გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ანგარიშს აქვეყნებს
მოემზადეთ PLUS-ის დაბადების დღისთვის - მიიღეთ 20%-იანი PLUS ქულების ქეშბექი Alta-ში DREAME-ის პროდუქციის შეძენისას
ქალი პოლიტიკოსები რუსთავის ციხესთან შეიკრიბნენ და ელენე ხოშტარიას სოლიდარობა გამოუცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)