2022-05-30 22:43:12, 1643 ნახვა
ომი უკრაინაში
მეცოლა - EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის პრიორიტეტულია
კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის პრიორიტეტად რჩება. - განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ.
მისივე თქმით, მხარდაჭერის გამოხატვა მნიშვნელოვანია.
"ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უკრაინისთვის, ასევე, საქართველოსა და მოლდოვისთვის რჩება პრიორიტეტად. სხვა შემთხვევაში რა იქნება ის გზავნილი, რომელსაც ჩვენ ვუგზავნით ამ ქვეყნების ხალხს. ამიტომ, ველოდებით ევროკომისიის შეხედულებას". - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,