19:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 19:17:36, 1483 ნახვა

ომი უკრაინაში
ურსულა ფონ დერ ლეიენი - ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ სანქციების მეექვსე პაკეტი მომდევნო 48 საათში გადაწყდება

მცირე შანსია, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება მომდევნო 48 საათში მოხდება. - ამის შესახებ განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონდ დერ ლეიენმა.

მისივე თქმით,ეს პროცესი იოლი არასდროს ყოფილა.

ჩვენ ძალიან წარმატებულად ვიმუშავეთ წინა ხუთ პაკეტზე. ეს პროცესი იოლი არასდროს ყოფილა. იგივე ხდება მეექვსე პაკეტის შემთხვევაშიც. ჯერ არ ვართ მზად, თუმცა ეს პაკეტი მომწიფდა. ძალიან მცირე იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მომდევნო 48 საათში გადაწყდება, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ შემდეგ ამის შესაძლებლობა იქნება". - განახადა ფონდ დერ ლეიენმა.

შეგახსენებთ, რომ ხანგრძლივი სამხედრო ძალის თავმოყრის შემდეგ, რუსეთის მიერ თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუჰანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შემდეგ, რუსეთმა დაარღვია საერთაშორისოდ აღიარებული უკრაინის სუვერენიტეტი და ომი გამოაცხადა. ომს დაწყებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics