19:11 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 14:08:03, 2514 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - ომი ხანგრძილივი იქნება, რუსეთის ქმედებების აგრესიულობა კიდევ უფრო გაიზრდება

ევროკავშირის მთავარი დიპლომატი ჯოსეფ ბორელი შიშობს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ შეიძლება მნიშვნელოვნად გაგრძელდეს, ამიტომ მხარს უჭერს აგრესორის მიმართ დამატებითი სანქციების დაწესებას. ამის შესახებ მან რადიო France Info-ს ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, „რუსული ეკონომიკა უკვე იწყებს გაჩერებას“ და რუსეთზე შემდგომი სანქციებით ზეწოლა საშუალებას მისცემს უკრაინას უკეთესი პოზიცია დაიმკვიდროს სამშვიდობო მოლაპარაკებებში.

„უნდა გავუძლოთ. ომი ხანგრძლივი იქნება, რუსეთის ფედერაციის ქმედებების აგრესიულობა კიდევ გაიზრდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის საბრძოლველად საშუალებების მიწოდება, ასევე რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა“,- განაცხადა ბორელმა.

ბორელმა ასევე გამოთქვა რწმენა, რომ „საბოლოოდ იქნება შეთანხმება" სანქციების მეექვსე პაკეტზე, რომელიც ნავთობის ემბარგოსა და Sberbank-ის SWIFT-იდან გათიშვას მოიცავს.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics