18:38 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-30 10:59:17, 2202 ნახვა

ომი უკრაინაში
გაიდაი - რუსეთის სახმედრო ქვედანაყოფები სევეროდონეცკში შევიდნენ, მოკლულია 2 მოქალაქე

რუსეთის სახმედრო ქვედანაყოფები ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში შევიდნენ,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოქლის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სერგეი გაიდაი Telegram-ით ავრცელებს.

გაიდაის თქმით, მოკლულია 2 მოქალაქე, ხოლო 5 კი დაიჭრა. მტერმა ყველა შესაძლო იარაღი გამოიყენა.

„მტერმა გამოიყენა ყველა შესაძლო იარაღი, იყენებს თვითმფრინავებს. თუმცა, ჩვენი სამხედროები მტკიცედ იცავენ პოზიციებს, რათა მტერმა ქვეყანაში შესვლა ვერ შეძლოს. რუსულმა ჭურვებმა სევეროდონის ორი მცხოვრების სიცოცხლე შეიწირა, ხუთი კი დაიჭრა. მათი უმეტესობა ქალაქის ძველი ნაწილის ერთი კორპუსის მცხოვრებია. ეზოში საჭმელს ამზადებდნენ, რომ მოულოდნელად დაბომბვა დაიწყო. სიროტინის ორი მცხოვრები მძიმედ დაშავდა. ყველა დაშავებულმა მიიღო დახმარება და უკვე დონეცკის რეგიონის საავადმყოფოებში იმყოფებიან“,- წერს გაიდაი.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.

 

 

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფაშინიანი - დღის წესრიგშია საქართველოსთან დელიმიტაციის დასრულების საკითხიც
ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი ქვეყანას აშორებს ევროკავშირის გზას - ევროკავშირის წარმომადგენლობა
ნაციონალურმა მოძრაობამ ფასების სტაბილურობისთვის საკუთარი ხედვა წარადგინა
საქართველოს ბანკისა და Boxette-ის ერთობლივი შეთავაზება ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics