01:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-29 16:25:45, 2371 ნახვა

სამართალი
ტრანსგენდერ ქალები ამბობენ, რომ თბილისში ათეულობით კაცი თავს დაესხათ

ტრანსგენდერ ქალები ამბობენ, რომ თბილისში ათეულობით კაცი თავს დაესხათ.  შემთხვევა 29 მაისს, გამთენიისას მოხდა. ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი „ფორმულას“ უყვება, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი კაცი მათთან სახლში მივიდა და სექს მომსახურება მოსთხოვა, უარის მიღებამ კი გააღიზიანა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მოკვლით დაემუქრა

.„ღამის ორი საათი იყო, სახლში დავბრუნდი, მხვდება უცნობი მამაკაცი საძინებლის გარეთ და მთავაზობს სექსუალურ ურთიერთობას. რა თქმა უნდა, მე მას უარი ვუთხარი და გავაგდე ბინიდან. შემდეგ ისევ დაბრუნდა. დამემუქრა, რომ მოგკლავთ, ვიცი, რომ მარტო არ ცხოვრობ და ასე შემდეგ. დაუყოვნებლივ დავაფიქსირე სატელეფონო განცხადება 112-ზე. მოვიდა რამდენიმე გამომძიებელი.

თითქოს ყველაფერმა მშვიდობიანად ჩაიარა და ჩემი ორი ტრანსგენდერ დაქალს, რომლებიც სახლში ბრუნდებოდნენ, ტაქსიდან როგორც კი ჩამოვიდნენ თავს დაესხა 3სამი მამაკაცი მალაკნების ხიდთან. სამ მამაკაცს მოჰყვნენ მეგობრები, მთლიანობაში 30-მდე მაინც იყვნენ. გარეთ დღეც ვეღარ გავალ იმიტომ, რომ სახეზე მცნობენ უკვე, არა მარტო მე, ყველას, ჩვენი სახლის მისამართი იციან”,- უყვება „ფორმულას“ ერთ-ერთი ტრანსგენდერი ქალი.

შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics