17:21 - 27 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-05-28 10:44:44, 2466 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა

უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ რუსეთის ეკლესიისგან სრული დამოუკიდებლობა გამოაცხადა,- აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება ეკლესიის კრებამ მიიღო.

განცხადების თანახამად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გმობს ომს და თანაგრძნობას უცხადებს ომში დაზარალებულს.

„საბჭო გმობს ომს, როგორც ღვთის მცნების „არა კაც კლა!" – დარღვევას და თანაგრძნობას უცხადებს ომში დაზარალებულს“,– აღიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ეკლესიამ უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებებს ომის შეჩერებისთვის მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდა.

„საბჭო მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებას და რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას გააგრძელონ მოლაპარაკების პროცესი და მოძებნონ ძლიერი და ჭკვიანური სიტყვა, რომელსაც შეუძლია შეაჩეროს სისხლისღვრა“.- ვკითულობთ საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ  24 თებერვლიდან რუსეთი აწარმოებს „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უკრაინის დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის მიზნით. ვლადიმერ პუტინმა მის მიზანს უწოდა "ადამიანების დაცვა, რომლებიც რვა წლის განმავლობაში ექვემდებარებოდნენ ბულინგსა და გენოციდს კიევის რეჟიმის მიერ".

რუსეთის მტკიცებით, შეიარაღებული ძალები მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას და უკრაინულ ჯარებს ურტყამენ. ამასთან თავდაცვის დეპარტამენტში ოპერაციის მთავარ მიზანს დონბასის გათავისუფლება უწოდებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა მელია - ცილისმწამებლებთან აღარაფერი გაკავშირებს
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
გახარია საქართველოსთვის: ოპოზიციური ალიანსი „ოცნების“ პოლიტიკას უწყობს ხელს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics